როგორი ამინდია მოსალოდნელი გიორგობას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში არამდგრადი ამინდი და წვიმა კვლავ გაგრძელდება.
23 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 4 გრადუსია ღამით კი მინუს 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 7, ღამით კი 2 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 4 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2. ადიგენში დღისით 5 ღამით მინუს 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით ითოვებს. ახალქალაქში დღისით 4, ღამით მინუს 5 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4 -ს, ღამით მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 3, ღამით კი მინუს 4 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 გრადუსი იქნება.