რეგიონში ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცემა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
28 ნოემბრიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
28 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 0 გრადუსია ღამით კი მინუს 9 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 2 ღამით კი მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 1 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 9. ადიგენში დღისით მინუს 1 ღამით მინუს 12 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით ითოვებს. ახალქალაქში დღისით მინუს 4, ღამით მინუს 9 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 3 -ს, ღამით მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ნაწილობრივ უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 3, ღამით კი მინუს 13 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.