ამინდი
როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამ დეკემბრამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ორ და სამ დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 10 და 12 და ღამით კი 3 და 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 11 და 16, ღამით კი 4 და 5 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 11 და 13 გრადუსი იქნება, ღამით 0 და 1. ადიგენში დღისით 9 და 11, ღამით მინუს 2 და 1 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში ორივე დღეს დღისით 8, ღამით მინუს 4 და 2 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 5 და 7 -ს, ღამით მინუს 4 და მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 9 და 8 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 2 და 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 7 და 10, ღამით კი მინუს 1 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 15 და 18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 და 6 გრადუსი იქნება.
გააზიარეთ :