როდემდე გაგრძელდება უამინდობა სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 დეკემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
7 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 10 გრადუსია ღამით კი მინუს 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 13 ღამით კი მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 10 გრადუსი იქნება, ღამით კი 1. ადიგენში დღისით 9 ღამით მინუს 1 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 6 , ღამით მინუს 2 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 5 -ს, ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 7 გრადუსს, ხოლო ღამით 1 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 8, ღამით კი მინუს 2 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ნაწილობრივ მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსი იქნება.