-9 გრადუსი ყინვა და დაბალი ტემპერატურა - სამცხე-ჯავახეთში მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 დეკემბრამდე საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.სამცხე-ჯავახეთში ღამით ტემპერატურა მინუს 9 გრადუსამდე დაეცემა.
19 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 გრადუსია ღამით კი მინუს 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 5 ღამით კი მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 5 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2. ადიგენში დღისით 3 ღამით მინუს 7 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 1 , ღამით მინუს 7 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 1 -ს, ღამით მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 0, ღამით კი მინუს 9 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.