როდემდე გაგრძელდება უნალექო ამინდი რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უნალექო ამინდი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
21 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 7 გრადუსია ღამით კი მინუს 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 9 ღამით კი მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 9 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2. ადიგენში დღისით 4 ღამით მინუს 10 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 5, ღამით მინუს 7 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 2 -ს, ღამით მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 4 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 4, ღამით კი მინუს 8 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 3 გრადუსი იქნება.