ითოვებს თუ არა სამცხე-ჯავახეთში ახალ წელს?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
30 და 31 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 5 და 6 და ღამით კი მინუს 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 10 და 8, ღამით კი მინუს 1 და 0 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 5 და 6 გრადუსი იქნება, ღამით მინუს 4 და მინუს 3. ადიგენში დღისით 7 და 5 , ღამით მინუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 8 და 5, ღამით მინუს 4 და მინუს 5 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 7 და 5 -ს, ღამით მინუს 5 და მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 7 და 6 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4 და მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 5 და 4, ღამით კი მინუს 7 და მინუს 6 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 1 და 1 გრადუსი იქნება.