თოვა და დაბალი ტემპერატურა – როგორი ამინდია მოსალოდნელი რეგიონში?
23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
23 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს1 გრადუსია ღამით კი მინუს 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 0 ღამით კი მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით მინუს 2 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 6. ადიგენშიც დღისით მინუს2 ღამით მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 4, ღამით მინუს 8 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 6 -ს, ღამით მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 10 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 6 , ღამით კი მინუს 9 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.