7 გრადუსი ყინვა - როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე რეგიონში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 თებერვლამდე, საქართველოში ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
18 და 19 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +6 და +4 გრადუსს, ღამით კი +2 და 0 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით +5 და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 და +1 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით +5 და +4 გრადუსი იქნება, ღამით კი ტემპერატურა +2 და 0 გრადუსამდე დაეცემა. ადიგენშიც დღისით +4 და +3, ხოლო ღამით +1 და მინუს 1 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +1 და 0 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით მინუს 2 და მინუს 6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4 და მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +3 და +1 გრადუსია, ხოლო ღამით 0 და მინუს 1 გრადუსი ყინვა იქნება. ბაკურიანშიც ტემპერატურა დღისით 0 და მინუს 1 და ღამით მინუს 2 და მინუს 4 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +4 და +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 და +1 გრადუსი იქნება.