ნალექი და მოღრუბლულობა - ამინდის პროგნოზი სამცხე-ჯავაახეთში
„19 აპრილამდე ყველაზე ნალექიანი დღეები და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი“ - ამის შესახებ მეტეოროლოგი დოდო გვაზავა იუწყება.
13-14 აპრილს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება მოღრუბლული და წვიმიანი ამინდი.
უქმეებზე ახალციხეში ღრუბლიანობა მოიმატებს, შესაძლებელია წვიმაც. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +17 და +14 გრადუსს, ღამით კი +7 და +3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ორივე დღეს წვიმს ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +16 და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსს ვარაუდობენ.
ღრუბლიანი და უნალექო ამინდია ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +18 და +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 და +7 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდია ადიგენშიც, დღისით +14 და +10 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +5 და 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +15 და +9 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +5 და +3 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით +14 და +8 გრადუსს, ხოლო ღამით +4 და +1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +14 და 10 გრადუსია, ხოლო ღამით +4 და +2 გრადუსი იქნება. ორივე დღეს წვიმს ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +9 და +4 და ღამით +1 და 0 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც თბილი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 და +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 და +12 გრადუსი იქნება.
მთიან რაიონებში, არამდგრადი ამინდები იქნება 15 აპრილის ჩათვლით. 16-დან, აქაც გამოიდარებს და ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, გაძლიერდება ქარი.