ამინდი
მინუს 2 გრადუსი ყინვა - როგორ ამინდს უნდა ველოდოთ რეგიონში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 7 მაისიდან უმეტეს რაიონში, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან, შესაძლოა, თოვაც აღინიშნოს.
7 და 8 მაისს წვიმიანი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +15 და +21 გრადუსს, ღამით კი +1 და +3 გრადუსს უნდა ველოდოთ. წვიმს ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +14 და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 და +6 გრადუსს ვარაუდობენ.
უნალექო ამინდია ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +12 და +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 და +6 გრადუსი იქნება. ნალექს პროგნოზირებენ ადიგენში, დღისით +10 და +13 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +5 და +4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +9 და +10 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +2 და +3 გრადუსი იქნება. წვიმა და მოღრუბლულობაა ნინოწმინდაში. სინოპტიკოსები დღისით +7 და +8 გრადუსს, ხოლო ღამით +2 და +1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +11 და +18 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 2 და +1 გრადუსი იქნება. წვიმა და ელჭექია ბაკურიანშიც. ტემპერატურა +5 და +11 გრადუსია და ღამით 0 და +3 გრადუსამდე დაეცემა.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 და +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 და +13 გრადუსი იქნება.
8 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
გააზიარეთ :