როდის გამოიდარებს სამცხე-ჯავახეთში
10 ივლისამდე ქვეყნის მასშტაბით ნალექია მოსალოდნელი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ქარი.
8 და 9 ივლისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +25 და +26 გრადუსს, ღამით კი +13 და +12 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლულობა და წვიმაა ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +27 და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 და +15 გრადუსს ვარაუდობენ.
9 ივლისს წვიმიანი ამინდია ასპინძაში. ტემპერატურა ორივე დღეს +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 და +15 გრადუსი იქნება. სინოპტკოსები ნალექს პროგნოზირებენ ადიგენშიც, დღისით +25 და +26 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +15 და +16 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +22 და +24 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +12 და +11 გრადუსი იქნება. წვიმს ნინოწმინდაშიც. სინოპტიკოსები დღისით +20 და +21 გრადუსს, ხოლო ღამით +11 და +12 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +24 და +23 გრადუსია, ხოლო ღამით +12 და +14 გრადუსი იქნება. წვიმს ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +18 და +19 გრადუსია, ხოლო ღამით +11 და +12 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც ორივე დღეს წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 და +34 გრადუსამდე გათბება, ორივე ღამით კი +21 გრადუსი იქნება.