როდემდე გაგრძელდება არამდგრადი ამინდები სამცხე-ჯავახეთში
15 ივლისამდე ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში კი ძლიერი ქარი.
13 და 14 ივლისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +29 და +27 გრადუსს, ღამით კი +15 და +17 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლულობა და წვიმაა ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +30 და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 და +17 გრადუსს ვარაუდობენ.
13 ივლისს წვიმიანი ამინდია ასპინძაში. ტემპერატურა დღისით +30 და +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 და +18 გრადუსი იქნება. სინოპტკოსები ნალექს პროგნოზირებენ ადიგენშიც, დღისით +27 და +26 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +15 და +18 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +24 და +23 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +12 და +13 გრადუსი იქნება. წვიმს ნინოწმინდაშიც. სინოპტიკოსები დღისით +22 და +21 გრადუსს, ხოლო ღამით +11 და +12 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +26 და +23 გრადუსია, ხოლო ღამით +15 და +14 გრადუსი იქნება. წვიმს ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +21 და +18 გრადუსია, ხოლო ღამით +13 და +12 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც ორივე დღეს წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 და +32 გრადუსამდე გათბება, ორივე ღამით კი +21 გრადუსი იქნება.