24-25 ივლისის ამიდის პროგნოზი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.
თბილისში 24 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ივლისს მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 23-24 ივლისს დღისით +33, +35, 25 ივლისს კი +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):24 ივლისს გაწვიმდება,ხოლო 25 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 ივლისს გაწვიმდება,ხოლო 25 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 24 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 25 ივლისს +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს.