5 აგვისტოდან სამცხე-ჯავახეთში გამოიდარებს
დღეიდან უმეტეს რეგიონში გამოიდარებს. სინოპტიკოსები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ნალექის და ქარის შემცირებას ვარაუდობენ.
5 და 6 აგვისტოს არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +28 და +26 გრადუსს, ღამით კი +17 და +16 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლულობა და შესაძლოა მცირე წვიმას ველოდოთ ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +28 და +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 და +18 გრადუსს ვარაუდობენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მზიანი ამინდია ასპინძაში. ტემპერატურა ორივე დღეს +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 და +18 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ნალექს პროგნოზირებენ ადიგენში, დღისით +25 და +26 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +13 და +17 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +23 და +24 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +12 და +13 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია ნინოწმინდაშიც. სინოპტიკოსები დღისით +22 და +21 გრადუსს, ხოლო ღამით +11 და +12 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +24 და +22 გრადუსია, ხოლო ღამით +13 გრადუსი იქნება. 5 აგვისტოს წვიმს ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +20 და +18 გრადუსია, ხოლო ღამით +10 და +11 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც ორივე დღეს მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 და +34 გრადუსამდე გათბება, ორივე ღამით კი +22 გრადუსი იქნება.