დღეს ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს 26 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.
უფრო კონკრეტულად აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ასეთი იქნება: ბარში ღამით 15-20°, დღისით 29-34°; მთაში ღამით 9-14°, დღისით 27-32°; მაღალმთაში ღამით 6-11°, დღისით 22-27°.
დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
დასავლეთში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 16-21°, დღისით 27-32° იქნება, ხოლო მთაში ღამით 12-17°, დღისით 26-31°. რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, ტემპერატურა ღამით 6-11° იქნება, დღისით კი 23-28°-ს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს მსგავსად, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით კი ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჩრდილო-მთიან რაიონებში კი მოსალოდნელია ძლიერი და სეტყვა.