ამინდი
სამცხე-ჯავახეთში პირველი თოვლი მოვიდა
უკვე ორი დღეა სამცხე -ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში თოვს. პირველი თოვლი მოვიდა ჯავახეთის მთებზე და ადიგენის სოფლებში. მოთოვა აბასთუმანშიც.
დილიდან, აბასთუმნის ობსერვატორიის ფეისბუქგვერდზე, დათოვლილი ობსერვატორიის ფოტოები გამოქვეყნდა.
სინოპტიკოსები ამბობენ, რომ 22 ოქტომბრამდე შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
გააზიარეთ :