როგორი ამინდია დღეს სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ქვეყნის მასშტაბით, გამოიდარებს და უმეტეს რაიონებში დღე უნალექოდ ჩაივლის.
22 ოქტომბერს ახალციხეში ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა დღე უნალექოდ ჩაივლის, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსს უნდა ველოდოთ. დღე უნალექოდ ჩაივლის ბორჯომშიც, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები.
უნალექო დღე იქნება ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. მოიღრუბლება, თუმცაა დღე უნალექოდ ჩაივლის ადიგენში. სინოპტიკოსები დღისით +6 გრადუსამდე სითბოს ვარაუდობენ, ხოლო ღამით -4 გრადუსს.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ, დღე უნალექოდ ჩაივლის ახალქალაქში დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -2 გრადუსი იქნება. დღის განმავლობაშიც ღრუბელი იქნება, თუმცა უნალექოდ ჩაივლის ნინოწმინდაშიც, სინოპტიკოსები დღისით +3 გრადუსს, ხოლო ღამით -4 გრადუსს ვარაუდობენ.
22 ოქტომბერს ტემპერატურა დაიკლებს თუმცა, დღე უნალექოდ ჩაივლის რეგიონის კურორტებზე, აბასთუმანში, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +8 გრადუსი, ხოლო ღამით -1 გრადუსი იქნება. ხოლო ბაკურიანში, ტემპერატურა დღისით +5 გრადუსია, ხოლო ღამით 0 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს დროგამოშვებით იწვიმებს თბილისშიც ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.