ახალციხესა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ახალციხისს რაიონის სოფლებში ურაველი, მუსხი, ჭაჭარაქი, მინაძე, ხეოთი, წყორძა, ანდრიაწმინდა, ახალშენი, ჭობარეთი, ახალციხეში ჯაყელის, რუსთაველის ქუჩებზე, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონეტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში იხტილა, მერენია, ალათუმანი, კოჩიო, აგანა, პატარა სამსარი, დიდი სამსარი, სირკვა, გოკიო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.