ასობით აბონენტს დენი გაეთიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 მაისს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ოკამი, ხავეთი, დავნია და მიმდებარე სოფელბში;
12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში ვაშლოვანის, აღმაშენებლის, მესხეთის და მიმდებარე ქუჩებზე;
15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, 9 აპრილის, ცხრაწყაროს და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.