ზოგიერთ დასახლებაში დენი გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება
11:00-დან 17:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს დაბა ბაკურიანში წაქაძის ქუჩა, ცხრაწყაროს, აღმაშენებელის და მიმდებარე ქუჩებზე, კოხტასძირში.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ადიგენში ალექსანდრე ზაზაშვილის, თორნიკე ერისთავის, ვაჟა ფშაველას, გოგებაშვილის, დევი ჩადუნელის, თამარ მეფის, ბალახაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ლელოვანი, ყარათუბანი, იჯარეთი, გორგული, ამხერი, ჩორჩანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.