უკრაინამ რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდო
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით S-400 საზენიტო მართვადი რაკეტა და 113 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 57 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 56 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩამოაგდეს.
ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში დრონების ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, არიან დაშავებულები.