რეგიონი
სომხეთი რუსული გაზის საფასურს რუბლებში იხდის
სომხეთი რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე გადავიდა. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ფასის დაანგარიშება დოლარში ხდება, თუმცა გადახდა რუსული რუბლით.
"როგორც ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა განხორციელდა რუბლით, მაგრამ შესაბამისი კურსით“, - განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ბუნებრივი აირის მიწოდების საფასურის რუბლებში მიღების გადაწყვეტილება 23 მარტს მიიღო, თუმცა ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს მხოლოდ "არამეგობრულ ქვეყნებს" შეეხებოდა.
„გადავწყვიტე განვახორციელო ღონისძიებათა მთელი რიგი გადასახადების გადარიცხვის შესახებ - დავიწყოთ იმით, რომ „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ ჩვენი ბუნებრივი აირის მიწოდება რუსული რუბლის სანაცვლოდ მოხდება, თანაც რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა პუტინმა.
როგორც ჩანს რუსეთის ლიდერმა გადაწყვეტილება შეცვალა და ბუნებრივი აირის მიწოდების საფასური უკვე მეგობრულ ქვეყნებსაც რუბლებში დაუთვალა.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :