როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
30 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოში კი პირველ ნოემბრამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.