როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში ამ უქმეებზე
ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურა მოიმატებს, მომავალი კვირიდან კი მცირე წვიმაა ნავარაუდევი. 4 ივნისს ახალციხეში მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით 30, ღამით კი 15 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 30 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 16-ს.
ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 30 გრადუსი იქნება, ღამით კი 15 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 28, ღამით კი 13 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - ტემპერატურა აქაც მოიმატებს. ახალქალაქში დღისით 25 და ღამით 11 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 23 და ღამით 10 გრადუსს ვარაუდობენ.
მზიანი დღეებია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 28 გრადუსს, ხოლო ღამით 18-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 25 ღამით კი 11 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 21 გრადუსია მოსალოდნელი.