სეტყვა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - რას პრონოზირებენ სინოპტიკოსები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
მათი ინფორმაციით, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 9 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-12 აგვისტოს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, აბასთუმანი, ნინოწმინდა): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.