წვიმა, ელჭექი და სეტყვა - როგორ ამინდს პროგნოზირებენ სამცხე-ჯავახეთში
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16 აგვისტომდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, ნინოწმინდა, აბასთუმანი) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.