როგორი ამინდი იქნება სამცხე-ჯავახეთში 19 აგვისტომდე
როგორი ამინდი იქნება სამცხე-ჯავახეთში 19 აგვისტომდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით: 17 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 18 აგვისტოდან უნალექო ამინდი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი) 17 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, ნინოწმინდა, აბასთუმანი) 17 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
ქ. თბილისში 17 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.