რეგიონი
ტურისტულ რეგიონში ვიზიტორების რაოდენობა მცირდება (ინფოგრაფიკა)
სამცხე-ჯავახეთში ტურისტების რაოდენობა თანდათან იკლებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რეგიონში თანდათან ცოტავდება როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხოელი ვიზიტორების სტუმრობის რიცხვი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში, სამხრეთ საქართველოს ქვეყანაში ჩამოსული უცხოელების მხოლოდ 4.2% ესტუმრა. ასეთი ცოტა ტურისტი, 2014 წლიდან დღემდე, რეგიონს არც ერთ კვარტალში სწვევია. ყველზე მეტი ვიზიტორი 2017 წლის IV კვარტალში დაფიქსირდა - 9%.
სამცხე-ჯავახეთი ტურისტული რეგიონია. მის პოტენციალზე ყურადღებას ყოველთვის ამახვილებს ხელისუფლება. თუმცა სხვა რეგიონების გასული წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, სამცხე-ჯავახეთი ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, ბოლოდან მეორე ადგილზეა.რაც შეეხება შიდა ტურიზმს - საქსტატის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთს საქართველოში მცხოვრები 15 წლის და უფროსი ასაკის ვიზიტორები დაახლოებით, ისეთივე სიხშირით აკითხავენ, როგორც უცხოელი ტურისტები.
გააზიარეთ :