რეგიონი
მოსახლეობა საშეშე მერქნის გამოტანას ახლომდებარე ტყეებიდან ითხოვს
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისთვისაც შეშა გათბობის ერთადერთი საშუალებაა, კიდევ ერთი პრობლემა დაემატა. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის თქმით, ტყე-კაფის ადგილები ხშირად შორს და მიუწვდომელ ადგილებშია გამოყოფილი, რაც საწვავის მოტანას კიდევ უფრო ართულებს.
საშეშე მერქნით მომარაგებასთან და კავშირებული პრობლემების მოგვარებას ადგილობრივები თითქმის ყოველ წელს ითხოვენ.
ზამთრის სეზონის მოახლოვებასთან და მოსახლეობისთვის საჭირო საშეშე მერქნის გამოყენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად რეგიონალური სატყეო სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა.
ღია შეხვედრების დროს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუდაბელში, ორგორაში, ძველსა და ჭობარეთში მოსახლეობამ მხარის რწმუნებულს საშეშე მერქნის გამოყოფასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა.
შეხვედრაზე იმსჯელეს , იმ ლოკაციების გამოყოფაზე, სადაც ადვილად მოხდება აღნიშნული სოფლების მოსახლეობისთვის შეშის გამოტანა.
გააზიარეთ :