რეგიონი
„ბორჯომი ლიკანი“ აუქციონზე ვერ გაიყიდა
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ საჯარო აუქციონზე არ გაიყიდა. იმის გამო, რომ ობიექტით არავინ დაინტერესდა, ვაჭრობაც არ შედგა. „საპარტნიორო ფონდში“ ამბობენ, რომ სასტუმროს გაყიდვას მეორედაც შეეცდებიან. ამ დროისთვის აუქციონის პირობების დაზუსტების ეტაპზე არიან.
„ობიექტზე ინტერესი არავინ გამოხატა, შესაბამისად, აუქციონი ჩაიშალა. ახლა მიმდინარეობს შემდგომი აუქციონის პირობების დაზუსტება და ანალიზი. ისეთივე საჯარო აუქციონი ჩატარდება. პირობები შეიცვლება, რაღაცები დაზუსტდება, კეთდება ანალიზი, ფასი გადაიხედება სავარაუდოდ, რადგან ამ ფასიტ არავინ დაინტერესდა“, - გვითხრა „საპარტნიორო ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ქვარიანმა.
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელი 2018 წლიდან „საპარტნიორო ფონდია“. სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა ობიექტი აუქციონზე 2019 წლის 6 დეკემბერს გაიტანა. მინიმალური საწყისი ფასი 37 მლნ. 565 408 აშშ დოლარი იყო. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156 600.00 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის.
გააზიარეთ :