რეგიონი
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ
აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, სომხური მხარის ავიაიერიშების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა.
ერევანში განჯის დაბომბვის ფაქტს უარყოფენ და ბაქოს საპასუხო ბრალდებას უყენებენ.
მათი მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ადმინისტრაციული ცენტრი, სტეპანაკერტი დაბომბა.
შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. ისინი შეთანხმდნენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდოდა.
გააზიარეთ :