ქალაქ განჯაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა - აზერბაიჯანული მხარე
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ქალაქ განჯაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩევლის ჰიქმეთ ჰაჯიევის თქმით, სომხეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 35 სამოქალაქო პირი და 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
სომხეთი აზერბაიჯანის ბრალდებას, თავდასხმასთან დაკავშირებით უარყოფს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესპიკერი შუშან სტეფანიანი Facebook-ზე წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ან სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან, აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა.
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. 10 ოქტომბერს მოსკოვში, ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ამავე დღის 12:00 საათიდან უნდა ამოქმედებულიყო, ჰუმანიტარული მიზნებით. ასევე, მხარეებს ტყვეები და ცხედრები უნდა გაეცვალათ.
თუმცა, ათსაათიანი მოლაპარაკების მიმდინარეობის დროსაც ორივე ქვეყნის მხრიდან ისმოდა ურთიერთბრალდებები თავდასხმისა და დაბომბვების შესახებ.
ორივე მხარე შეთანხმების დარღვევაში ამ დრომდე ერთმანეთს ადანაშაულებს.
ფაშინიანმა კონფლიქტის დაწყებიდან არაერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანის სასარგებლოდ ყარაბაღში სირიელ მებრძოლებს გზავნის.
ფაშინიანის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ აზერბაიჯანი და თურქეთი.
წყარო: formulanews.ge