სკოლის ავტობუსის აღდგენის მოთხოვნით, ახალქალაქში აქცია გაიმართა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობამ მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. კარტიკამის, გულიკამისა და ხულგუმოს მაცხოვრებლები სკოლის ტრანსპორტის გაუქმებას აპროტესტებდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა jnews.ge ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს ნინოწმინდა-ახალქალაქის დეპუტატი სამველ მანუკიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი შეხვდა. ხელისუფლების წარმომადაგენლებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ კორონავირუსის გამო ადგილობრივ ბიუჯეტში ხარჯების შემცირება მოუწიათ, მათ შორის მოხვდა მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხიც.
მოქალაქეებმა პროტესტი იმ პირობით შეწყვიტეს, რომ ხელისუფლება მათ შვილებს, სასკოლო ავტობუსის ალტერნატივას შესთავაზებს.