ფარავანში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი გადახადა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. რადიო Nor-ის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი.
სახლების გარდა, ოთხ მარტს ქარმა ორი ელექტროგადამცემი ბოძიც წააქცია, რის გამოც სოფელი დენის გარეშეა დარჩენილი. ადგილზე მუშაობენ „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
ნინოწმინდის მერის წარმომადგენელი ტამბოვკის ადმინისტრაციულ ერთეულში მასის აღაიანი ამბობს, რომ პრობლემის შესახებ ახალქალაქის მერია ინფორმირებულია. რაც შეეხება მოქალაქეების დახმარებას - თვითმმართველობა ზარალის ოდენობას დაითვლის და ანაზღაურების საკითხს ამის მიხედვით გადაწყვეტს.