რეგიონი
უკრაინის რამდენიმე რეგიონში საბრძოლო მასალის საცავები იწვის - ზელენსკიმ საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განცხადებით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
მათი განცხადებით, სამხედრო ნაწილები თავიანთ პოზიციებზე არიან განლაგებულები. შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს შეინარჩუნონ სიმშვიდე.უკრაინის ქალაქ ნიჟინში, სამეთაურო-საკონტროლო ცენტრის დაბომბვის შედეგად, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 3 თანამშრომელი დაშავდა.
ელოცერკოვსკის საბრძოლო მასალის საცავებში და ვიშგოროდის რაიონის უკრაინის ეროვნული გვარდიის შტაბ-ბინაში ხანძარია, - იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.
”06:30 საათისთვის ბელოცერკოვსკის რაიონის სოფელ ოლშანიცაში საბრძოლო მასალის საცავებში გაჩნდა ხანძარი, სოფელ მეჟჰირიაში, სოფელ ნოვიე პეტრივცში ეროვნული გვარდიის შტაბ-ბინაში გაჩნდა ხანძარი, მიმდინარეობს პერსონალის გაყვანა კიევის რეგიონში“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გააზიარეთ :