რეგიონი
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 160 რაკეტა ისროლა - პენტაგონი
რუსეთმა უკრაინაზე 160-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. ამის შესახებ focus.ua იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, რაკეტები უკრაინას ხმელეთზე და ზღვაში მდებარე დანადგარებიდან ესროლეს. საუბარია მცირე და საშუალო სიშორის, ასევე ფრთოსან რაკეტებზე. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ პუტინმა პრაქტიკულად შეიარაღებული ძალების მთელი რესურსი აამოქმედა.
ნატოში არსებობდა მოსაზრება უკრაინის ტერიტორიაზე ფრენებისთვის აკრძალული ზონის დაწესება, მაგრამ შემდეგ ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვეს, რადგანაც ამას შეეძლო კონფლიქტში ალიანსის წევრი ქვეყნები იქნებოდნენ ჩართულები.
გააზიარეთ :