დღეს უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება
დღეს, 28 თებერვალს ბელარუსში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
უკანასკნელი ცნობებით, ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ ქალაქი სჩასტიეს 80% განადგურებულია. როგორც ის ამბობს, ხალხის ევაკუაცია შეუძლებელია, რადგან რუსები სისტემა "გრადიდან" ავტობუსებს ესვრიან.
გაიდაის თქმით, მსგავსი რამ 2014-2015 წლებშიც არ მომხდარა.
"გაეროს კოორდინატორს ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ თუ ევაკუაციასთან დაკავშირებით რაიმე შესაძლებლობა ექნება, ეს გაკეთდება", - ამბობს გაიდაი და ამატებს, რომ ხალხის გაყვანისთვის რუსები კონტაქტზე არ გამოდიან.
მისივე თქმით, რუსი სამხედროები მაროდიორობას ეწევიან - აყაჩაღებენ მაღაზიებს, მიაქვთ პროდუქტები.