უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებების ადგილას ჩაფრინდა
უკრაინის დელეგაცია ბელარუს - უკრაინის საზღვრის მიმდებარედ, მდინარე პრიპიატის ტერიტორიაზე უკვე ჩაფრინდა. ომის მეხუთე დღეს, უკრაინა-რუსეთის პირველი მოლაპარაკებები იმართება
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციაში შედიან ფრაქცია„ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავიდ არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაცია TCG-ში ანდრეი კოსტინი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.
მოლაპარაკების მთავარი თემა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანაა.