9 000 დაღუპული რუსი - 8 დღე ომის დაწყებიდან
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე აგრესორმა ქვეყანამ 9 000 ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ომის დროს რუსეთმა დაკარგა 30 თვითმფრინავი და 31 ვერტმფრენი.
✔️ 217 - ტანკი
✔️ 90 - საარტილერიო სისტემები
✔️ 11 - საჰაერო თავდაცვა
✔️ 2 ერთეული მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები
✔️3- უპილოტო საფრენი აპარატები
უკრაინული მხარის განცხადებით, მტრის დანაკარგების მონაცემების განახლება აქტიურად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. დაახლოებით 06:00 მოსკოვის დროით (UTC+3) რუსეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა „სამხედრო ოპერაცია“, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მის საზღვრებს რუსეთთან და ბელარუსთან დაესხნენ თავს. უკვე მე-8 დღეა უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.