რეგიონი
რუსეთი დიდ ბრიტანეთს სანქციებით ემუქრება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ ოფიციალურ ლონდონს "სანქციების ისტერიის" გამო, მკაცრ, მაგრამ პროპორციულ ზომებს დაუწესებს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ბრიტანეთმა რუსეთთან აშკარად ღია კონფრონტაცია აირჩია, რითაც მოსკოვს არჩევანი არ დაუტოვა. საგარეო უწყების ინფორმაციით, დაუზუსტებელი ზომები "უდავოდ ძირს გამოუთხრის ბრიტანეთის ინტერესებს რუსეთში.
მანამდე კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :