რუსეთში სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდეს
რუსეთში, მოსკოვის ოლქში უცნობმა პირმა სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდა. მან აღნიშნული ფაქტი, GoPro-ს კამერაზე გადაიღო. ვიდეო ერთ-ერთ „ტელეგრამ-არხზეა“ განთავსებული.
პირმა, რომელმაც კომისარიატს ცეცხლი წაუკიდა, განმარტა, რომ სურდა ახალწვეულების პირადი საქმეების განადგურება, რათა მათი მობილიზაციისთვის ხელი შეეშალა.
„მივიჩნევ, რომ ამის გავრცელება აუცილებელია. უკრაინელებს ეცოდინებათ, რომ რუსეთში მათთვის იბრძვიან, ყველას არ ეშინია და ყველასთვის სულ ერთი არ არის. ეს უნდა იქცეს რუსეთში პროტესტის მონაწილეების შთაგონებად, რათა მათ უფრო გადამწყვეტად იმოქმედონ. ამან კიდევ უფრო მეტად უნდა დაასუსტოს რუსული ჯარისა და ხელისუფლების სული. უნდა იცოდნენ, რომ მათ საკუთარი ხალხი ვერ იტანს. მალე მათ ფეხებქვეშ მიწა დაიწვება, ჯოჯოხეთი სახლშიც ელით,“-განაცხადა თავის მიმართვაში კომისარიატში ხანძრის გამოწვევაზე პასუხისმგებელმა პირმა.