რეგიონი
ჟურნალისტს, რომელიც ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა, ადვოკატები ვერ პოულობენ
ადვოკატებმა ვერ იპოვეს რუსეთის პირველი არხის დაკავებული რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა. ამის შესახებ იუწყება პორტალი OVD-Info.
შეგახსენებთ, რუსეთის „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემა "ვრემიას" დროს, მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში წამყვანის უკანა ფონზე ომის საწინააღმდეგი ბანერით, "არა ომს, შეაჩერე ომი" შევიდა, რომელზეც ეწერა „არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ". მედიის ინფორმაციით, ის სახელმწიფო ტელევიზიაში რედაქტორად მუშაობდა.
ბოლო ინფორმაციით, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით სუმის ოლქის ოთხი ქალაქიდან საევაკუაციო დერეფნები იხსნება.
სუმის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის Telegram-ის პოსტის თანახმად, ევაკუაციის მარშრუტები ქალაქებიდან - სუმი, კონოტოპი, ტროსტიანეცი და ლებედინი, ადგილობრივი დროით 09:00-დან 21:00 საათამდე იქნება გახსნილი.
გააზიარეთ :