რეგიონი
ზელენსკსა და პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის დოკუმენტები მზადდება - პოდოლიაკი
ვოლოდიმირ ზელენსკსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის დოკუმენტები მზადდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ამერიკულ ტელეარხთან, PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
”ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის პირდაპირი მოლაპარაკებები ორ პრეზიდენტს შორის. ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ. ვმუშაობთ ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ჩვენ ვამუშავებთ დოკუმენტებს, რომლებზეც პრეზიდენტებს შეუძლიათ მოლაპარაკება და ხელის მოწერა... ცხადია, ეს შეიძლება მოხდეს მალე“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასხდომა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :