ბაშარ ასადი რუსეთს 40 000 სირიელ მებრძოლს გაუგზავნის
სირია რუსეთის ფედერაციას 40 000 სირიელი მებრძოლით უზრუნველყოფს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, სირიელი მებრძოლები რუსეთის ფედერაციის მხარს ომში მონაწილეობას განიხილავენ როგორც შანს შემდგომი დეზერტირებისთვისა და ევროსაბჭოს ქვეყნებში არალეგალური მიგრაციისთვის.
გავრცელებული მონაცემებით, სირიის ქალაქ ხმეიმიმში არსებულმა რუსულმა სამხედრო ბაზამ მიიღო მითითება ყოველდღიურად უკრაინაში 300-მდე სამხედრო მებრძოლი გააგზავნონ. მათივე ცნობით, უახლოეს დღეებში დაგეგმილია რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის მიმართულებით შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, სირიელი სამხედროების "დავერბოვების" დროს მათ ეუბნებიან, რომ მათ ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე "წესრიგის აღსადგენად" "საპოლიციო ფუნქციის" შესრულება მოუწევთ.
არსებული ინფორმაციით, სირიელი მებრძოლების ნაწილმა უკრაინული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა.