რეგიონი
პუტინი არის მკვლელი დიქტატორი, ნამდვილი ყაჩაღი - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ,,ნამდვილი ავაზაკი" უწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირლანდიის მეგობრების ყოველწლიურ ლანჩზე, ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინი არის ,,მკვლელი დიქტატორი, ნამდვილი ყაჩაღი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ".

,,პუტინი დიდ ფასს იხდის თავისი აგრესიისთვის და ეს არის იმის ნაწილი, რის გამოც, ეს ფასი ასე მაღალია",
- განაცხადა ბაიდენმა.
ასევე ნახეთ: 

| Print |