რეგიონი
ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაზე 4 სარაკეტო და 40-ზე მეტი ავიადარტყმა განახორციელა
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაზე 4 სარაკეტო და 40-ზე მეტი ავიადარტყმა განახორციელა.

გენერალური შტაბი მიუთითებს, რომ მტერი ცდილობს, სახმელეთო ბრძოლებში მიღებული დანაკარგი ავიაიერიშებით აანაზღაუროს. უკრაინის გენერალური შტაბი ასევე აცხადებს, რომ დაკარგეს წვდომა აზოვის ზღვაზე.

რამდენიმე დღეა, ქალაქი მარიუპოლი რუსი თავდამსხმელების მიერ სრულ ბლოკადაშია.

გენშტაბის განცხადებით, რუსი სამხედროები ასევე ცდილობენ ფეხის მოკიდებას მდინარე ირპენზე, რომელიც ქალაქ ირპენსა და კიევს შორის მიედინება. გენშტაბის ცნობითვე, ფრონტის ხაზზე ვითარება არ შეცვლილა.

უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 2 რუსული თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, 4 საკრუიზო რაკეტა და ასევე მოკლეს ერთ-ერთი რუსული არმიის მეთაური.

პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე კი განმარტავენ, რომ
ომის დაწყების დღიდან, რუსეთმა უკრაინას 1080 რაკეტა ესროლა. მათივე ცნობით, რუსული ჯარების წინსვლა შეჩერებულია ყველა მიმართულებით: ისინი რჩებიან კიევის აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, მაგრამ ვერ უახლოვდებიან (აღმოსავლეთით ისინი უკრაინის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში არიან). კიევთან ერთად ოკუპანტები ვერ მიუახლოვდნენ ხარკოვს.

პენტაგონის ინფორმაციით, ჩერნიგოვი და მარიუპოლი იზოლირებულია, მაგრამ უკრაინელები აგრძელებენ წინააღმდეგობას. ნიკოლაევში რუსეთის ჯარები უკრაინელებს დაუპირისპირდნენ და ქალაქში შესვლაში ხელი შეუშალეს. პენტაგონის ცნობით, ზღვიდან ახალი მანევრებიც არ შეინიშნება.

ბრძოლა უკრაინის საჰაერო სივრცისთვის გრძელდება: რუსეთი მას არ აკონტროლებს, უკრაინის საჰაერო ძალები კვლავ დაფრინავენ, საჰაერო თავდაცვა რუსული თვითმფრინავებისა და რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

პენტაგონის შეფასებით, რუსეთის სამხედრო ჯგუფს ჯერ კიდევ აქვს ომის დაწყებამდე შეგროვებული ძალებისა და საშუალებების დაახლოებით 90%.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.