ხვალ საშიში დღეა! - დემურ გიორხელიძე
ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და პოსტს აქვეყნებს.
გიორხელიძის თქმით, თუ მოვლენები მის მიერ შემოთავაზებული სცენარით განვითარდა, ნატოსა და ევროკავშირს წინ დიდი ომი ელის.
"ხვალ საშიში დღეა! უკვე დაწყებულია ჯარების დიდი გადადგილება პოლონეთში, ბელორუსში, რუმინეთში. პოლონეთი ჩაერთო თამაშში პოლონურად!
ხვალ, ნატოს რიგგარეშე სამიტზე განიხილება დასავლეთ უკრაინაში ნატოს მისიის შეყვანა "ხალხის დაცვის" მოტივით, რომელსაც ითხოვს პოლონეთის პრეზიდენტი დუდა! თუ ეს შეთანხმებულია რუსეთთან, მაშინ პოლონელები შევლენ გალიციასა და ვოლინში, უნგრელები დასავლეთ ტრასილვანიაში (იმიერკარპათების ოლქი), რუმინელები ჩრდილოეთ ბუკოვინაში (ჩერნოვიცის ოლქი), ჩეხებიც გამოჩნდნენ - ჩვენც ჩვენი გვეკუთვნისო.
თუ რუსეთთან არ არის შეთანხმებული, უნგრელები არა მგონია, სადმე შევიდნენ, ხოლო პოლონეთი და რუმინეთი პროვოკაციაზე წამსვლელები არიან.
თუ ეს მოხდა, ე.ი. ნატოსა და ევროკავშირს წინ დიდი ომი ელის.ამერიკელები არ ჩაერევიან, მაგრამ ნატოს სხვა წევრ ქვეყანას აქვს უფლებაო შევიდესო, თუმცა მე-5 მუხლი უკრაინის ტერიტორიაზე არ ამოქმედდება! ვინ გაისრისება, თუ არ არის შეთანხმება? ხვალ სამიტის მერე გამოჩნდება. ბელორუსიის ჯარი დაიძრა პოლონეთის საზღვრისკენ. საშინელი მოძრაობებია.
p.s.
ეს სცენარი გააზრებული მაქვს 7 წლის წინ! რამდენიმე კაცმა მითხრა, ამ თქვენს კომენტარს შევინახავთო და შევადარებთო... 1:1-ზეა ყველაფერი!
არ მიხარია, რომ სწორი აღმოვჩნდი, თუმცა, უკრაინის ხელისუფლების შემხედვარეს, სხვა რა დასკვნა გამეკეთებინა? ", -წერს დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში.