ფინეთის სარკინიგზო კომპანია რუსეთიდან მატარებლების მიღებას აჩერებს
ფინეთის სარკინიგზო კომპანია VR Transpoint-ი რუსეთიდან მატარებლების მიღებას ხვალიდან აჩერებს. ამის შესახებ განცხადება VR Group-მა გაავრცელა.
კომპანიის განმარტებით, რუსული სარკინიგზო გზებისთვის დაწესებული სანქციების გამო აღმოსავლეთით, რუსეთის მიმართულებით, მოძრაობის გაგრძელება ჯერჯერობით შეუძლებელია.
მათი ინფორმაციით, VR Group-ი ვალდებულია დასავლეთის მიერ დაწესებული სასანქციო პირობები დაიცვას. VR Transpoint რუსეთიდან მატარებლების მიღებას ხვალ 12:00 საათიდან აჩერებს, ვაგონების დაბრუნება ფინეთიდან რუსეთში ჯერჯერობით გაგრძელდება.