ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგება.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი დღეს საღამოს შედგება.
„დაგეგმილია სატელეფონო საუბარი, ეს საღამოს იქნება. 18:00 საათის შემდეგ მოგაწვდით ინფორმაციას“,- განაცხადა პესკოვმა.